ბეჭდების, შტამპების დამზადება
ნებისმიერ საბუთსა თუ დოკუმენტზე, დღეს ადამიანი ხელს მარტივად აწერს. იქვე ქაღალდზე, თითქმის ყოველთვის შტამპისა და ბეჭდის ნიშანიც შეიმჩნევა ხოლმე. ალბათ საკითხავია რა არის, რისთვისაა მათი იქ აღნიშვნა საჭირო, ეს ყველამ ვიცით, თუმცა როდის გაჩნდა ისინი და რომელ ეპოქაში დაებადა ადამიანს მათი შექმნის აუცილებლობის იდეა, ამაზე ალბათ ცოტას თუ გაგიგიათ.
ბეჭდისა და შტამპის ისტორია შორეულ წარსულში წაგვიყვანს. საკვირველია, მაგრამ ბეჭდის მსგავსი საშუალებები ჯერ კიდევ იმ ხალხს ჰქონდა, ვისაც დამწერლობა არ გააჩნდა. ეთნოგრაფიაში არსებობს ტერმინი ”ტამგა”, რაც მონღოლური წარმოშობისაა და სიმბოლოს ნიშნავს.ცნობილია, რომ ძველი მბრძანებლები სანამ მართველების ძალაუფლება უდიდეს პროვინციებს სწვდებოდა, რაც ქმნიდა საჭიროებას გარკვეული წერილობითი დოკუმენტები შედგენილიყო. ყველა მოხელე, ან უბრალო მცხოვრები, რაღაცის დასაკანონებლად, ჯერ მეფის უგრძეს წესდებას უნდა გასცნობოდა და შემდეგ მიეღო საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. ხოლო, ამ ხელნაწერების გაყალბება რომ არ მომხდარიყო, ამისათვის შტამპის მაგვარი ნივთი გამოიგონეს. აღსანიშნავია, ის რომ მეფეებს ვეებერთელა შტამპები ჰქონდათ და საერთოდ მათი ზომა და წონა, რანგის მიხედვით იცვლებოდა. დაბალი ჩინის მოხელეს შტამპი ზომითაც პატარა ჰქონდა და მასზე ნაკლები დეკორატიული ელემენტები იყო გამოსახული, განსხვავებით სამეფო შტამპებისგან. ისტორიის მიხედვით ბეჭდები და შტამპები ჩვ. წელთაღრიცხვის 3-4 საუკუნეებში იყენებდნენ. პირველად ისინი თიხის, შემდგომში ბრინჯაოს და ოქროსგანაც კი მზადდებოდა. ბეჭდებს ფართოდ სახელმწიფო მოხელეები იყენებდნენ, მოგვიანებით კი მისი გამოყენება ვაჭრებმაც დაიწყეს.დროთაგანმავლობაში, ამგვარი საშუალება საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდა. მათი გამოყენება თავდაპირველად ვაჭრებმა დაიწყეს, რადგან მიხვდნენ, რომ შტამპით დასაბუთებული დოკუმენტით ბევრად მარტივი იყო ხელმძღვანელობა.
და ბოლოს, მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, ბეჭდისა და შტამპის მოხმარება დღესაც გრძელდება. მაგალითად იმისათვის, რომ ესა თუ ის საბუთი იურუდიულად და კანონიერად დამოწმებული იყოს, მასზე მელნიანი ნიშნული აუცილებლად უნდა იყოს.
ბეჭდის ფორმა (დიზაინი) გარკვეულწილად განსაზღვრავს კომპანიის იმიჯს. ჩვენ გთავაზობთ ავსტრიული კომპანია COLOP-ის მექანიზმებზე, ავსტრიული ტექნოლოგიით დამზადებულ ნებისმიერი სახის, ზამისა და დიზაინის ბეჭდების, შტანპების და პირადი ფაქსიმილიის დამზადებას.
დამზადების დრო 1 საათი
ღირებულება 10 ლარიდან -35 ლარამდე – ადგილზე მიტანის შემთხვევაში +10 ლარი
კორპორატიული შეკვეთებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება.
(კომპანია თანამშრომლობისათვის იწვევს დილერებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან - დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. გათვალისწინებულია სპეციალური სადილერო ფასები)
სიახლე: ბეჭდები ეკლესიის მსახურთათვის (კურთხევისათის) – 35 ლარი;
ბეჭდები საბავშო ნეისმიერი მულტფიმის და ზღაპრის
გმირებით ღირებულება 15 ლარი